ამსტერდამში, „აიაქსის“ და „რეალის“ ლეგენდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, „აიაქსის“ 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელშიც შოთა არველაძემ მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
სწორედ ვეტერანმა ქართველმა გახსნა ანგარიში 41-ე წუთზე, როცა რაიან ბაბელის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
მასპინძლებმა უპირატესობა 88-ე წუთზე სიმ დე იონგის გოლით გაზარდეს, რასაც სტუმრებმა 3 წუთში რუბენ დე ლა რედის გოლით უპასუხეს, თუმცა ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.
მოგეხსენებათ, შოთა არველაძემ „აიაქსში“ 1997-2001 წლებში 124 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა.