ძიუდო

19:28 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდო: საქართველოს 23-წლამდე ნაკრები გუნდურში ევროპის ჩემპიონი გახდა

პოლონეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე ძიუდოისტებს შორის, სადაც საქართველომ გუნდური შეჯიბრი მოიგო.

პირველი წრისგან საქართველოს ნაკრები თავისუფალი იყო, ხოლო მეოთხედფინალში რუმინეთი 4:3 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ვითარებაში იყო, რადგან 0:3 მარცხდებოდა. თავიანთი ბრძოლები მოიგეს გიორგი ტერაშვილმა (ორჯერ), ნინო ლოლაძემ და ირაკლი დემეტრაშვილმა, ხოლო ეთერ ასკილაშვილმა, ნინო პაპიძემ და აკაკი ჯაფარიძემ მარცხი განიცადეს.

ნახევარფინალში საქართველომ გერმანიას ადვილად აჯობა - 4:1. გამარჯვება მოიპოვეს დემეტრაშვილმა, ჯაფარიძემ, ნინო და გიორგი ლოლაძეებმა, ხოლო პაპიძე დამარცხდა.

ფინალში საქართველომ უკრაინას 4:3 მოუგო. ამ შეხვედრაში გამარჯვება აკაკი ჯაფარიძემ (ორჯერ), გიორგი ლოლაძემ და დემეტრაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ნინო ლოლაძე, ნინო პაპიძე და ეთერ ასკილაშვილი დამარცხდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურად, საქართველომ 5 მედალი მოიპოვა 23-წლამდე ევროპირველობაზე: გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე და ირაკლი დემეტრაშვილი ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ნინო ლოლაძე ვერცხლს, ხოლო თენგო ზირაქაშვილი - ბრინჯაოს.

0.11486