ფეხბურთი

16:48 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან წაგების შემდეგ რეპუტაციის აღდგენა გვსურს"

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ალბანეთთან მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი საქართველოსთან მომავალ შეხვედრაზეც გააკეთა.

მას დაუსვეს შეკითხვა, იქნება თუ არა, ჩეხეთისთვის დამატებითი მოტივაცია ის ფაქტი, რომ საქართველოსთან 1:4 წააგეს.

„რა თქმა უნდა, გვსურს ჩვენი რეპუტაციის აღდგენა, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. ასევე, დიდი მოტივაცია გვაქვს იმის გამოც, რომ შინ ვთამაშობთ, გვჯერა, რომ გულშემატკივარი გამარჯვებაში დაგვეხმარება, რადგან ოლომოუცში როცა ვთამაშობთ, ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. სოუჩეკის დისკვალიფიკაცია? ტომაშმა ყველა მატჩში ითამაშა და შემცვლელის პოვნა რთულია, თუმცა რამდენიმე ვარიანტი გვაქვს“, - აღნიშნა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

0.116608