ფეხბურთი

16:20 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრებს საქართველოსთან დანაკლისი აქვს: გუნდში ერთი ფეხბურთელი გამოიძახეს

ჩეხეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან მატჩში ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება.

ალბანეთთან შეხვედრაში კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა და თავდამსხმელმა ტომაშ ხორიმ ყვითელი ბარათები მიიღეს, რაც მათთვის მიმდინარე ერთა ლიგაზე მეორე გაფრთხილება იყო, შესაბამისად დისკვალიფიცირებული არიან.

ამის მიუხედავად ისინი გუნდთან ერთად იქნებიან და მოედნის გარედან გაამხნევებენ თანაგუნდელებს, თუმცა მოედანზე ვერ გავლენ.

მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ხორის ნაცვლად პრაღის „სლავიას“ თავდამსხმელი მიომირ ხიტილი გამოიძახა, რომელსაც ჩეხეთის ნაკრებში ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

0.116132