ფეხბურთი

11:00 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანატოლი ტრუბინი: "საქართველოს ნაკრებს ბევრი სახიფათო მომენტი არ ჰქონია"

უკრაინის ნაკრების მეკარემ ანატოლი ტრუბინმა საქართველოსთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საქართველომ ბევრი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა.

„სამწუხაროდ, ბურთის გარეშე ხშირად ვიყავით, თუმცა საქართველოს არც თუ ისე ბევრი სახიფათო მომენტი ჰქონდა. შეტევაში ჩვენც ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. მასპინძლები მხარდაჭერას გრძნობდნენ, ევროპის ჩემპიონატს ვინც უყურა, ყველამ იცოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნებოდა, ამისთვის მზად ვიყავით. გოლის გაშვების შემდეგ ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა გაიზარდა, თუმცა არ ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მართალი გითხრათ, სატურნირო ცხრილზე არ ვფიქრობთ, ალბანეთთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“, - აღნიშნა ტრუბინმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 5. შესაბამისად, ბოლო ტურში საქართველო მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, უდიდესი ალბათობით (თუ ალბანეთი ძალიან დიდი ანგარით არ მოიგებს უკრაინასთან).

საქართველო ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს ესტუმრება.

0.124316