საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ უკრაინასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჩეხეთში მოსაგებად უნდა ითამაშონ.
„გვინდოდა მოგება, მაგრამ როცა ვერ იმარჯვებ, უნდა იცოდე, როგორ არ უნდა წააგო. მიხარია, რომ გოლი გავიტანე, მადლობა გულშემატკივარს. ბოლო თამაში დაგვრჩა და ჩეხეთში უნდა მოვიგოთ, იქ მხოლოდ მოსაგებად უნდა წავიდეთ“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 5. შესაბამისად, ბოლო ტურში საქართველო მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, უდიდესი ალბათობით (თუ ალბანეთი ძალიან დიდი ანგარით არ მოიგებს უკრაინასთან).
საქართველო ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს ესტუმრება.