ერთა B ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურის გვიან მატჩში ალბანეთის ნაკრებმა ჩეხთისას უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.
თამაში უსახური გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჩვენთვის ალბათ საინტერესო ის უნდა იყოს, რომ ჩეხების ერთ-ერთმა ლიდერმა, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა, ტომაშ სოუჩეკმა მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო ჩვენებთან მატჩს გამოტოვებს.
მაშ ასე: 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთი საქართველოს უმასპინძლებს. ჯგუფის მოსაგებად აუცილებლად მოგება გვჭირდება.
ოლომოუცში თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ამავე დღეს, ამავე დროს, ალბანეთი ტირანაში უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
1 | ჩეხეთი | 5 | 2 | 2 | 1 | 7:7 | 8 |
2 | საქართველო | 5 | 2 | 1 | 2 | 6:4 | 7 |
3 | ალბანეთი | 5 | 2 | 1 | 2 | 3:4 | 7 |
4 | უკრაინა | 5 | 1 | 2 | 2 | 6:7 | 5 |