სამხრეთკორეელი სონის ხელშეკრულება „ტოტენჰემთან“ ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში. სავარაუდოდ, „დეზები“ გაააქტიურებენ ვარიანტს, რომელიც მას კიდევ ერთი წლით კლუბში დარჩენის საშუალებას მისცემს - წერს Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
აღსანიშნავია, რომ თავად გარემარბს ახლანდელ გუნდში დარჩენა სურს.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სონმა 8 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ეს მისი მეათე სეზონია ლონდონურ კლუბში.