ფეხბურთი

22:09 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ESPN-ის მიხედვით, ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია

სპორტულმა პორტალმა ESPN-მა შეადგინა სიტის 15 ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელის სია მიმდინარე სეზონის სტარტზე, სადაც შეაფასა მათი თამაშის დონე, სტაბილურობა და მოედანზე გამოსვლის სიხშირე.

რეიტინგში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც ამ სეზონში პრემიერლიგაში მინიმუმ 200 წუთი ითამაშეს. აქედან გამომდინარე, მასში არ შედის ტრავმირებული როდრი, რომელმაც მანამდე ზედიზედ ორჯერ დაიკავა პირველი ადგილი.

ტოპ 15 ასე გამოიყურება: 1. ერლინგ ჰოლანდი, 2. ფილიპ ფოდენი, 3. ჯოშკო გვარდიოლი, 4. მატეო კოვაჩიჩი, 5. რუბენ დიასი, 6. ბერნარდო სილვა, 7. მანუელ აკანჯი, 8. ედერსონი, 9. ჯონ სტოუნზი, 10. რიკო ლუისი, 11. სავიო მორეირა, 12. კევინ დე ბრუინი, 13. ჯერემი დოკუ, 14. კაილ უოკერი, 15. ილკაი გუნდოგანი.

0.113323