საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა და ნორვეგიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
პირველივე ტაიმში მეტოქემ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რასაც ქართველებმა მეორე ნახევარში ორი გოლით უპასუხეს - ვახტანგ სალიამ და გიორგი გოგსაძემ მოახერხეს ნორვეგიელთა ორი გოლის გაქვითვა.
თუმცა, 86-ე წუთზე ნორვეგიამ მესამე და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, მანამდე შვედეთი 2:1 დაამარცხა, ბოლო ტურში კი, 19 ნოემბერს, ესტონეთს დაუპირისპირდება.
შესარჩევ ეტაპს თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები და ასევე, საუკეთესო მესამე ადგილოსანი გავა და ისინი ელიტ-რაუნდში გადაინაცვლებენ. ელიტ-რაუნდში 7 ჯგუფი იქნება, რომელთა გამარჯვებულები უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, რომელიც 2025 წლის ივნისში რუმინეთში ჩატარდება.
ნორვეგია - საქართველო 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ნიჰამერი (23), 2:0 ეკორნესი (39), 2:1 სალია (48), 2:2 გოგსაძე (76), 3:2 რეიტან-სუნდე (86)