ფეხბურთი

18:35 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ აგირეს ჰონდურასელმა ფანებმა თავში ლუდის ქილა გაარტყეს

კონკაკაფის პლეი-ოფის მეოთხედფინალში მექსიკის ნაკრები ჰონდურასთან დამარცხდა (0:2), ხოლო ხავიერ აგირემ დაზიანება მიიღო.

გამოცდილ სპეციალისტს მატჩს დასრულების შემდეგ ტრიბუნიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თავი გაარტყეს.

აგირე ჰონდურასის ნაკრების მწვრთნელის, რეინალდო რუედასთვის გამარჯვების მილოცვას აპირებდა, როცა მას თავში მოხვდა საგანი და სისხლდენა დაეწყო. საბოლოოდ, გამოცდილ სპეციალისტს ოთხი ნაკერი დაადეს.

როგორც ტელეკამერებმა დააფიქსირეს, აგირეს ლუდის ქილა მოხვდა. მატჩის შემდეგ მექსიკელმა მწვრთნელმა ამაზე საუბარი არ ისურვა:

„ეს არაფერია, ეს ფეხბურთია. ჰონდურასი გამარჯვებას იმსახურებდა, ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და რაც შემიძლია, ისაა, რომ მივულოცო. ამ ინციდენტის ხსეენბას აზრი არ აქვს, ეს ფეხბურთია და პრეტენზიული ადამიანი არ ვარ“.

0.124915