Goal Italia-მ „ლიონის“ შესახებ წერილი გამოაქვეყნა, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ ფრანგული კლუბი იძულებულია ფეხბურთელები იანვარში გაყიდოს, რათა 500 მილიონი ევროს ვალი დაფაროს და სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში დაქვეითება თავიდან აირიდოს.
წყაროს თანახმად, „ლიონში“ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთა გაყიდვა კლუბისთვის იდეალური ვარიანტი იქნება მოცემულ ვითარებაში, ხოლო სტატიის სათაურია - „ლიონი“ იძულებულია ფეხბურთელები გაყიდოს: შერკიდან მიქაუტაძემდე“.
„გიორგი მიქაუტაძე საქართველოსთან ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ბოლო აღმოჩენაა. 24 წლის ასაკშია, შესაბამისად მომატების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს. მიქაუტაძე იდეალურ გამოსავალს წარმოადგენს იმ კლუბებისთვის, რომლებიც იანვრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებენ. სიმართლე ითქვას, „ლიონში“ მისი პირველი სეზონი ბრწყინვალედ არ დაწყებულა, რადგან ჩატარებულ 14 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ერთ თამაშში) და 1 საგოლე პასი გააკეთა“, - წერს Goal-ი.
გიორგი მიქაუტაძე „ლიონს“ ზაფხულში „მეციდან“ 18 მილიონ ევროდ შეუერთდა და დღემდე 14 მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
„ლიონი“ ლიგა 1-ში 11 ტურის შემდეგ 18 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა თუ ვალს ვერ გაისტუმრებს, ლიგა 2-ში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.