ფეხბურთი

12:50 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "როცა ვიგრძნობ, რომ მოტივაცია აღარ მაქვს, კარიერას დავასრულებ"

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პოლონეთთან (5:1) მატჩში დუბლის შესრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, უბრალოდ სურს, რომ კარიერის ბოლო წლებისგან სიამოვნება მიიღოს:

„მალე 40 წლის გავხდები. მინდა, რომ მართლა ვისიამოვნო და თამაში გავაგრძელო. იმ დღეს, როცა ვიგრძნობ, რომ მოტივირებული აღარ ვარ, კარიერას დავასრულებ. 1000 გოლის რეკორდზე საერთოდ არ ვფიქრობ, კარიერას დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში დავასრულებ“, - აღნიშნა კრიშტიანუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებში 217 მატჩში 135 გოლი აქვს გატანილი.

0.120709