ლეგენდარული მაიკ ტაისონი რინგზე 58 წლის ასაკში დაბრუნდა და იუთუბერ, 27 წლის ჯეკ პოლს დაუპირისპირდა.
8 რაუნდიანი ბრძოლა პოლმა ქულებით მოიგო და ტაისონის დამარცხება შეძლო. ეს უფრო ბრძოლა შოუ იყო, დალასის სტადიონზე ბრძოლას 72 000 მაყურებელი დაესწრო.
„ტაისონი ლეგენდაა, ეს პატივი იყო, მის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდი, ერთ-ერთი უდიდესია“, - თქვა ბრძოლის შემდეგ ჯეკმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, არავისთვის არაფერი მქონდა დასამტკიცებელი, მხოლოდ ჩემი თავისთვის“, - აღნიშნა მაიკმა.
ტაისონმა ვერაფერი მოახერხა გაცილებით ახალგაზრდა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით 80:72, 79:73, 79:73 გაიმარჯვა.