"რომაში" მატს ჰუმელსის კარიერის დასაწყისი ძალიან ცუდი გამოდგა - დღემდე ერთი მატჩი და ავტოგოლი.
ვეტერან გერმანელს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში გამორჩეული იყო, იტალიურ კლუბში არ ენდობოდნენ. ამიტომაც, “რომას” ახალ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის მასზე ჰკითხეს, რასაც გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა:
„ჰუმელსის რამდენიმე მატჩს ვუყურე, ჩემპიონთა ლიგის ფინალს „რეალთან“, ნახევარფინალს „პარი სენ-ჟერმენთან“, რომელშიც მან გოლი გაიტანა. გამიჩნდა შეკითხვა: კი, მაგრამ რატომ არ უნდა ითამაშოს ამ ბიჭმა? მე ვირჩევ ფეხბურთელებს, რომლებიც გამარჯვებაში მეხმარებიან, სათამაშო სისტემის მიუხედავად. შეიძლება შევცდე, რადგან კარგი მწვრთნელი ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს“, - თქვა რანიერიმ.
შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსი „რომამ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ მას ივან იურიჩი არ ენდობოდა, ერთადერთხელ ათამაშა, ისიც შეცვლაზე „ფიორენტინასთან“ და გერმანელმა ავტოგოლი გაიტანა.