ფეხბურთი

17:21 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" გერმანელ მცველს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მილანის „ინტერმა“ გერმანელ მცველ იან ბისეკს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბისეკი ახალი კონტრაქტის თანახმად, ხელფასის სახით წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

იან ბისეკი „ინტერმა“ 2023 წელს დანიური „ორჰუსიდან“ შეიძინა და მას შემდეგ 32 მატჩში 2გოლი გაიტანა. გერმანელს ასევე უთამაშია „როდაში“, „ჰოლშტაინ კილსა“ და „კიოლნში“.

0.113322