ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 77:82 დამარცხდა.
იტალიური გუნდის რიგებში შენგელია ისევ გამორჩეული იყო. ქართველმა კალათბურთელმა 31 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
თუმცა, შენგელიას კარგი თამაშის მიუხედავად ბოლონიელები ისევ დამარცხდნენ.
„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ნოემბერს, „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს, რომელიც პირველ პოზიციაზეა.