„იუვენტუსმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბასთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ნოემბერს შეწყდება.
„კლუბი პოლს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მის პროფესიულ მომავალში", - წერია „ბებერი ქალბატონის“ ვებ-საიტზე.
შეგახსენებთ, რომ ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 31 წლის ფრანგს უფლება აქვს ვარჯიშს 2025 წლის იანვარში დაუბრუნდეს, თამაში კი მარტიდან შეეძლება. ბოლოს პოგბა მოედანზე 2023 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა. შემდეგ ის დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიკაციითდასაჯეს.