ფეხბურთი

22:44 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე იქნება

„ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე იქნება და მის შესაძენად მზად არიან 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია, La Repubblica ავრცელებს.

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერება რომ სურს, ეს არახალი ამბავია, რადგან გასულ ზაფხულს გერმანელ სპეციალისტს ნიკო ვილიამსის დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს და წყაროს ცნობით, თუ ქართველი ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „ნაპოლის“ მისი გაყიდვა შესაძლოა 2025 წლის ზაფხულში მოუწიოს.

La Repubblica თქმით კატალონიელები ყურადღებით აკვირდებიან ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ზაფხულში ყველაფერს გააკეთებენ მის შესაძენად.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლს“ 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ შეუერთდა. მან მიმდინარე იტალიის სერია ა-ში 12 შეხვედრაში 5-ჯერ შეძლო გატანა, 2-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.

0.127792