ფეხბურთი

21:10 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: ნახევარი საქმე გავაკეთეთ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩში მიხელ მესხზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიისას უმასპინძლლა და 1:0 დაამარცხა.

ჩვენებურებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ამან შედეგი მალევე გამიღო. ქართველთა მრავალსვლიანი კომბნაციის შემდეგ დარტყმული ბურთი მე-4 წუთზე მარკო სოლდომ საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმრებმა ნელ-ნელა გაათანაბრეს თამაში და ორჯერ სახიფათოდაც შემოგვიტიეს: ჯერ ლოვრო ზვონარეკმა მოარტყა ბურთი ხარიხას, შემდეგ მატია ფრიგანმა დაასწრო საჯარიმოსთან ორ მცველს, საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ ააცილა.

ჩვენები კი თითქმის მთელი ტაიმის განმავლობაში მაღალ პრესინგს თამაშობდნენ რაც ქართულ გუნდებს იშვიათად ახასიათებთ. ეს იმიტომ ვთქვით, რომ ეჭვი გაგვიჩნდა, შესვენების შემდეგ დაიღლებოდნენ. მაგრამ არა, მეორე ტაიმშიც ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და ინიციატივას ფლობდმენ, მაგრამ მეტი ვეღარ გაიტანეს.

ბოლო ნახევარი საათი ხორვატები კაცნაკლულები დარჩნენ. მსაჯმა მეკარე ნიკოლა ჩავლინა დაითხოვა მინდვრიდან მასთან პირისპირ გასული გიზო მამაგეიშვლიის მიმართ. უხეშობისთვის.

საბოლოოდ ქართველებმა გაიმარჯვეს და ხორვატიაში იმედიანად გაემგავრებიან. საპასუხო შეხვედრა ხორვატულ რუევიცაში 19 ნოემბერს გაიმართება და თუ იქაც ვიყოჩაღეთ გაისად სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავემგზავრებით.

საქართველო U21 - ხორვატია U21 1:0

1:0 სოლდო (4 საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, ლაცაბიძე, უგრეხელიძე, აზაროვი (მორჩილაძე 90), გაგნიძე, ოდიშარია, ოთარ მამაგეიშვილი (გორდრზიანი 75), გიზო მამაგეიშვილი (სიგუა 66), მამაცაშვილი (აბუაშვილი 66), კვერნაძე

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ხორვატია: ჩავლინა, ოვიანოვიჩი, ბადელი, ვუშკოვჩი, ვალინჩიჩი, ზვონარეკი (კოლიჩი 63), სოლდო, ჰოჯა, ივანოვიჩი (შოტიჩეკი 59), ფრიგანი (ბიუკი 59), სტოიკოვიჩი (კრნაცი 59)

მწვრთნელი: ივიცა ოლიჩი

მსაჯი: ადამ ლადებაკი (შვედეთი)

გაფრთხილება: უგრეხელიძე (11); სტოიკოვიჩი (37), ზვონარეკი (59), კრნაცი (61), ბადელი (84)

გაძევება: ჩავლინა (61)

0.118067