უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის შაბათს გასამართ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო გაიმარჯვებს.
„ვფიქრობ ხვალინდელი შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფავორიტია, ისინი საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, რაც უფრო მეტ თავდაჯერებულობას მისცემს. ძალიან მინდა რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს, მაგრამ ხვალ საქართველოსთან წავაგებთ. ოქტომბრის მატჩში გაგვიმართლა და ეს ყოველთვის არ მოხდება.“
გუნდში საკადრო პრობლემებია და რებოვს ყოველთვის უწევს ფეხბურთელების გამუდმებით ცვლა, ეს ყველაფერი კი მეტ პრობლემებს აჩენს.“ - განაცხადა საბომ Sport.ua-თან საუბარში.
საქართველოსა და უკრაინას შორის შეხვედრა ხვალ, 16 ნოემბერს 21:00 აიღებს სტარტს.