იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთა ლიგის მატჩში ბელგიასთან გამარჯვებზე (1:0) ისაუბრა.
„რთული მატჩი გამოდგა, ძალიან დაძაბული. პირველი ტაიმი კარგი იყო. მეორე ტაიმში კი არაერთი ტექნიკური შეცდომა დავუშვით და უღიმღამოდ ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა სასურველი შედეგის მისაღწევად“, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
იტალიის ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზეა და ერთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური გარანტირებული აქვს.