საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ უეფას ერთა B ლიგის მე-5 ტურში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე ისაუბრა. შეხვედრა ხვალ, 16 ნოემბერს გაიმართება ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ და 21 საათზე დაიწყება.
„საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება უკრაინის დამარცხება. თუ ვერ მოვიგეთ, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და ეს ძალიან ცუდი იქნება. რევანში გვინდა, რადგან ამას მთელი ქართველი ხალხი ელოდება. შინ ვთამაშობთ და არაფერს დავთმობთ. უნდა მოვიგოთ“, - განაცხადა ჯანაშიამ championat.com-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ბოლო ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 0:1 წააგო, უკრაინასთან სტუმრად და ალბანეთთა შინ.