ფეხბურთი

11:07 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სკალონიმ ახსნა არგენტინის ნაკრების მარცხის მიზეზი პარაგვაისთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში პარაგვაის ნაკრებთან თავისი ფეხბურთელების დამარცხებაზე ისაუბრა (1:2).

„არ ვარ აქ იმისთვის, რომ გავაკრიტიკო ჩემი ფეხბურთელები. მე აქ ვარ მათ მხარდასაჭერად. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ახლა გუნდში ბევრი ყმაწვილია, რომლებიც ნაკრებში ახალბედები არიან. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გაშვებამ საქმე გაართულა.

მეტოქეს უნდა მივულოცოთ, რომელიც თავს კარგად იცავდა. ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, მალე დავბრუნდებით პოზიტიურ გზაზე. ჩვენ გავაანალიზებთ, რისი გაკეთება შეიძლება უკეთესად“, - ციტირებს სკალონის სიტყვებს არგენტინის ნაკრების პრესსამსახური.

საერთო სატურნირო ცხრილს არგენტინის ეროვნული გუნდი 22 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. პარაგვაი, თავის მხრივ, 16 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მომდევნო მატჩში არგენტინის ნაკრები პერუს, პარაგვაი კი ბოლივიას დაუპირისპირდება.

0.143711