მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები ვენესუელას ესტუმრა და ვერ მოიგო.
43-ე წუთზე ანგარიში რაფინიამ გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა გაათანაბრეს და მერე არაფერი შეცვლილა.
არადა, ბრაზილიას შესანიშნავი შანსი ჰქონდა მეორე გოლის გასატანად. 62-ე წუთზე ვინისიუსმა პენალტი ვერ გაიტანა, მას მეკარემ აჯობა. თუმცა, ბრაზილიელს დამატებაზე შეეძლო მაინც გაეტანა, ამჯერად ბურთი კარს ააცილა.
ბრაზილიის ნაკრები 11 მატჩში მოპოვებული 17 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ნოემბერს, ურუგვაის უმასპინძლებს.