კალათბურთი

18:20 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძის გუნდი ოვერტაიმში დამარცხდა

გიორგი შარაბიძის “კიორმენდმა” უნგრეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მარცხით გახსნა. კიორმენდელები კეჩკემეტში “დიუნა ასფალტს” ესტუმრნენ და ოვერტაიმში 73:80 წააგეს.

ქართველ ცენტრი, რომელსაც გუნდში პირველნომრიანი მაისური გადაეცა, მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. შარაბიძემ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მე-2 ტურში, “კიორმენდი” ისევ სტუმრად “მარსო ნიირეგიჰაზის” გაეჯიბრება.

0.131772