ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა სტოიკოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„მიხარია, რომ ისევ გუნდში ვარ. ვემზადებით საქართველოსთან მატჩისთვის და გამარჯვებისთვის. ამ ეტაპზე არც ერთი გუნდი სუსტი არაა, მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ძალიან კარგად მოვემზადეთ, მზად ვართ და მოუთმენლად ველით თამაშს. ეს მატჩი ჩვენთვისაც და მეტოქისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე მეტად უნდა გვინდოდეს გამარჯვება, რასაც პარასკევს ვაჩვენებთ“, - თქვა სტოიკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, სტუმრად შეხვდება.