ფეხბურთი

13:10 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: "ასეთი რამ მხოლოდ იტალიაში ხდება, ვერ გავიგე მიზეზი რა არის"

„ტორონტოს“ ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ იტალიის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

მას ვერ გაუგია, რატომ დაუხურეს ნაკრების კარი მას შემდეგ, რაც სერია A დატოვა და კარიერა MLS-ში გააგრძელა.

„თავს ექსფეხბურთელად არ ვგრძნობ, ჯერ კიდევ არა. ეროვნულ ნაკრებს უარს არასდროს ეუბნებიან, 40 წლის შემდეგაც. მე ჯერ მხოლოდ 33 წლის ვარ, კანადაში ორი წელია ვარ, კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი გამოცდილებით, მაგრამ ერთი სინანული მაქვს: მხოლოდ იტალიაში აღარ ეძახიან ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც იტალიისგან შორს თამაშობენ, ვერ გავიგე ამის მოტივი. სამხრეთამერიკელებს სერია A-დან ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ, პირიქით რატომ არ ხდება? მხოლოდ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ზოგადად, ასე ხდება. მე ეროვნულ ნაკრებში კარიერა არ დამისრულებია, თუ შანსი აღარ მომეცემა, „აძურის“ გულშემატკივრად დავრჩები“, - თქვა ინსინიემ.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიეს იტალიის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაიტანა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

0.115796