კალათბურთი

1:55 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 12 და ანდრონიკაშვილის 6 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „სენტ კენტინი“ დიდი ანგარიშით, 96:57 დაამარცხა.

ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება ადვილად მოახერხეს.

გიორგი შერმადინმა 16 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფე“ 4 მოგებით ჯგუფის ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 10 დეკემბერს, „ქარშიაქას“ უმასპინძლებს.

ლატვიურმა „რიგამ“, რომლის ღირსებას რატი ანდრონიკაშვილი იცავს, სტუმრად ათენის „აეკთან“ 70:80 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. რატიმ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„რიგა“ ჯგუფში 1 მოგებით და 3 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 დეკემბერს, „ბონს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.120315