ფეხბურთი

0:30 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკო: "საქართველოსთან რთული თამაში იქნება, მაგრამ შეცდომის უფლება არ გვაქვს"

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ოლექსანდრ ზინჩენკომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

მან პირველი შეხვედრაც გაიხსენა, რომელშიც ტრავმის გამო ვერ ითამაშა:

„ძალიან ცუდი მოედანი იყო და ორივე გუნდისთვის რთული იყო ფეხბურთის ჩვენება, ამიტომ, წინა პლანზე ბრძოლა გამოვიდა. ვფიქრობ, ახლა თუ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, ყველაფერს შევძლებთ.

ძალიან რთული თამაში იქნება, გვესმის ამ მატჩის პასუხისმგებლობა და ამიტომ, ახლა შეცდომის უფლება არ გვაქვს“, - თქვა ზინჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.138276