საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა ასაკობრივმა, სტუმრად, ჯგუფის მასპინძელ შვედეთს - 2:1 მოუგო.
შეხვედრაში ანგარიში, პირველი ტაიმის 30-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმის 70-ზე გიორგი ნიკოლაიშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე, საბა გეგუჩაძემ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.
შემდეგ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 16 ნოემბერს, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც დღეს ესტონეთის დამარცხება იდენტური ანგარიშით შეძლო.
შეხვედრას, ჩვენი გუნდი დანაკლისით შეხვდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შვედეთთან მატჩი გუნდის შემტევმა - ვახტანგ სალიამ გამოტოვა.
შესარჩევ ეტაპს თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები და ასევე, საუკეთესო მესამე ადგილოსანი გავა და ისინი ელიტ-რაუნდში გადაინაცვლებენ. ელიტ-რაუნდში 7 ჯგუფი იქნება, რომელთა გამარჯვებულები უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, რომელიც 2025 წლის ივნისში რუმინეთში ჩატარდება.