ფეხბურთი

19:46 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ მარტინ ზუბიმენდით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებას მარტინ ზუბიმენდით გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით „მეთოფეებს“ საყრდენი ზონის გაძლიერება უნდათ, რისთვისაც ზუბიმენდის ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ და მზად არიან 25 წლის ესპანელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაიფორმონ. მისი სატრანსფერო ღირებულება transfermarket-ის მიხედვით 60 მილიონია.

ზუბიმენდი „რეალ სოსიედადის“ აღზრდილია და სხვა კლუბში არასდროს უთამაშია, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 1 გოლი და 1 ასისტია.

0.114688