ფეხბურთი

16:49 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "მაროტას განცხადება უადგილო იყო, ყველამ იცის, რომ მსაჯი შეცდა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტის „ინტერის“ პრეზიდენტის, ჯუზეპე მაროტას განცხადებას გამოეხმაურა.

„ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მსაჯები გააკრიტიკა პენალტის დანიშვნის გამო. ამას მაროტამ უპასუხა და თქვა, რომ კონტეს განცხადებები არასწორი იყო, რადგან მსაჯი სწორად მოიქცა და პენალტი უნდა დაენიშნა. ახლა უკვე, დე ლაურენტისმა უპასუხა მაროტას:

„მაროტას განცხადებები წავიკითხე, რომელიც ჩემი აზრით, უადგილო იყო. უმრავლესობის აზრით, პენალტი დასანიშნი არ იყო. კონტეს სიტყვები ნათელი და ზუსტი იყო, ზუსტად ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ და ყოველთვის ვამბობდი. VAR-ი შესანიშნავი რესურსია მსაჯების შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უაზრობაა იმის თქმა, რომ ხან შეუძლია თამაშში ჩარევა, ხან - არა. თუ მსაჯის შეცდომაა, VAR-ი უნდა ჩაერიოს. მსაჯებს VAR-თან პირდაპირი კავშირი აქვთ და რატომ არ უნდა მიიღონ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხედავენ მოედანზე რა ხდება ტექნოლოგიების დახმარებით?კონტემ ეს ყველაფერი განმარტა, რასაც მე წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდი“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო 74-ე წუთზე საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტი ჰაკან ჩალჰანოღლუმ ვერ გაიტანა.

0.115443