ფეხბურთი

14:19 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-უკრაინის მატჩს ინგლისელები იმსაჯებენ

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველო-უკრაინის მატჩს ინგლისელი მსაჯები მოემსახურებიან.

მთავარი არბიტრი კრის კავანო იქნება, რომელსაც ლი ბეტსი და ნილ დევისი დევისი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას სემ ბეროტი შეასრულებს.

კავანო პირველად იმსაჯებს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს, მას არც ასაკობრივი გუნდების შეხვედრა უმსაჯია საქართველოს მონაწილეობით. ბოლოს ევროპა ლიგაზე „აინტრახტი“ – „სლავიას“ შეხვედრა განსაჯა, იქამდე, ინგლისის ლიგის თასზე „ნიუკასლი“ – „ჩელსის“ თამაშზე იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.116845