კალათბურთი

14:06 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 9 ქულა "შარლოტთან"

NBA-ში „ორლანდო მეჯიქის“ წარმატებული სერია გრძელდება, რომელმაც მორიგი გამარჯვება შინ „შარლოტის“ წინააღმდეგ მოიპოვა, დამაჯერებლად 114:89.

გოგა ბითაძემ ზედიზედ მესამედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და ამჯერად პარკეტზე 20 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 მოგებით და 6 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 14 ნოემბერს, შინ „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარებს.

0.115303