ფრანგი ფეხბურთელი ვისამ ბენ იედერი საფრანგეთის სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა RMC sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 34 წლის ფრანგ ფეხბურთელს პირობით სასჯელთან ერთად დაზარალებულისთვის 6500, ხოლო ჯარიმის სახით 5000 ევროს გადახდა მოუწევს.
ბენ იედერი გასულ სეზონში „მონაკოს“ ფეხბურთელი იყო, ახლა კი თავისუფალი აგენტია.