ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და 86:98 დამარცხდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, მესამე პერიოდში მადრიდელებმა მეტოქეს 11 ქულით აჯობეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით და 7 წაგებით ევროლიგაში მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 ნოემბერს, ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.