ტურინის „იუვენტუსს“ კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა. კოლუმბიის ნაკრების შეკრებაზე ხუან კაბალი დაშავდა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, დიდი ალბათობით, 23 წლის ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. სამედიცინო გამოკვლევა მას იტალიაში დაბრუნების შემდეგ ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ კაბალი „იუვეს“ მეორე მცველია გლეისონ ბრემერის შემდეგ, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ტურინულ კლუბს დაცვაში უკვე სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, რადგან ტიაგო მოტას განკარგულებაში მხოლოდ 5 მცველი დარჩა.
ხუან კაბალმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით 9 მატჩი ჩაატარა.