ფეხბურთი

21:14 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: "ოქროს ბურთზე ვინისიუსს მესამე ადგილზე დავასახელებდი"

ესპანეთის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა როდრიმ განაცხადა, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხმის უფლება რომ ჰქონოდა, ვინისიუსს მესამე ადგილზე დაასახელებდა.

„ჩემს სიაში მეორე ადგილზე დანი კარვახალი იქნებოდა, მესამეზე ვინისიუსი. არ მაბრაზებს ის ფაქტი, რომ „რეალმა“ ცერემონიაზე დასწრებაზე უარი თქვა. მე გამარჯვებულის ვინაობა კონვერტის გახსნამდე არ ვიცოდი. ვინისიუსმა არ მომილოცა, მაგრამ ბევრმა ფეხბურთელმა მომილოცა, მათ შორის, ინიესტამ, რომელიც ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ერთ ოქროს ბურთს მაინც იმსახურებდა“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ როდრიმ ოქროს ბურთის გამოკითხვაში გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ვინისიუსი გავიდა, ხოლო მესამეზე დანი კარვახალი.

0.11617