ფეხბურთი

19:25 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: "საქართველო ძლიერია, ძალიან ცოტა გოლს უშვებს"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ შეაქო.

როგორც მან თქვა, ეს არის ფიზიკურად, ტაქტიკურად ძლიერი გუნდი, რომელიც ცოტა გოლს უშვებს.

„პირველ რიგში, მეტოქეებს უნდა შევხედოთ: საქართველო ძალიან ცოტა გოლს უშვებს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშეს, ეს არის გუნდი, რომელიც ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან ძლიერია. ასევე, უკრაინაც, ჩეხეთიც, ჯგუფში ყველა გუნდი ძლიერია, ჩვენს მათ დონეზე ვართ. ბოლო ორ წელში მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ადვილი არაა ამ დონეზე მიღწევა. ბევრ გოლს არც ჩვენ ვუშვებთ, რაც კარგია. მე ჩემი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ცხადია, გაუმჯობესება შეგვიძლია, გუნდსაც და მეც, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღწეულით კმაყოფილი ვართ, რთულ და თანაბარ ჯგუფში ბრძოლაში ვართ.

საქართველოსთან წავაგეთ, მაგრამ შედეგ დავამარცხეთ, ერთი დარტყმით, რომელიც ასლანიმ გაიტანა. საქართველოს ნაკრებიც ჩვენს დონეზეა, ძალიან გამართული გუნდია, მწვრთნელის მუშაობა ეტყობა. ჩვენ კარგი გზა გავიარეთ, გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება“, - თქვა სილვინიომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

0.117576