ფეხბურთი

14:09 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრები დე იონგის 14 თვის შემდეგ დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გუნდში დაბრუნებაზე, სხვადასხვა ტრავმების გამო 14 თვიანი არყოფნის შემდეგ, ისაუბრა.

„მას ფეხის ტრავმა ჰქონდა და არა ტერფის. სამშაბათს ნაკრებში იქნება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შაბათს შეძლებს თამაშს.

ფრენკი დე იონგი აუცილებლად უნდა იყოს ნაკრებში, თუ ის ფორმაშია. მაგრამ დიდი ხანია ჯერ ერთი სრული მატჩიც არ უთამაშია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. თუმცა ნახევარდაცვაში ბევრი ვარიანტი გვაქვს“, - ციტირებს კუმანის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს ნიდერლანდების ნაკრები 16 ნოემბერს უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში შინ უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

0.145737