ფეხბურთი

1:20 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი დანაკლისი ინგლისის ნაკრებში: 8 ფეხბურთელი ტრავმის გამო ნოემბრის მატჩებს გამოტოვებს

ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის დასკვნითი ორი ტურის მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება.

პრემიერლიგის ბოლო ტურში 8 ფეხბურთელი დაშავდა, რომლებიც ლი კარსლის ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული, შესაბამისად, ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯეკ გრილიში, კოულ პალმერი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, დეკლან რაისი, აარონ რამსდეილი და ლევი ქოლვილი.

შესაბამისად, შეიცვალა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაც, რომელიც ახლა ასეთია:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი)

მცველები: მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ლუის ჰოლი (ნიუკასლი), ტეილორ ჰარვუდ-ბელისი (საუთჰემპტონი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), რიკო ლუისი (მანჩესტერ სიტი), კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი), ტინო ლივრამენტო (ნიუკასლი), ჯარად ბრანთვაითი (ევერტონი)

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), კონორ გალაჰერი (ატლეტიკო), მორგან გიბს-ვაითი (ნოტინგემი), ანხელ გომესი (ლილი), კერტის ჯონსი (ლივერპული), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა)

თავდამსხმელები: ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ნონი მადუეკე (ჩელსი), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი)

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში მეორე ადგილზეა და საბერძნეთს ჩამორჩება, რომელსაც 14 ნოემბერს ესტუმრება, ხოლო 17 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.106597