„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რუუდ ვან ნისტელროი დაითხოვეს. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ნიდერლანდელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
ვან ნისტელროი მიმდინარე სეზონიდან ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი იყო, ხოლო ნიდერლანდელის გათავისუფლების შემდეგ დროებით მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერმა“ ოთხიდან სამი მატჩი მოიგო (ორი „ლესტერთან“, ერთი პაოკ-თან), ხოლო ერთხელ ფრე ითამაშა („ჩელსისთან“).
თუმცა, რუუდი რუბენ ამორიმის სამწვრთნელო შტაბში არ იმუშავებს, რომელმაც ინგლისური კლუბი ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ 2001-2006 წლებში რუუდ ვან ნისტელროიმ „მანჩესტერში“ 219 მატჩში 150 გოლი გაიტანა.