ფეხბურთი

19:37 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანანო წიქარიძის 5 გოლით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.

მონტენეგროს დამარცხების შემდეგ, სალომე ხუბულურის გუნდმა ლატვიას 5:2 სძლია და ჯგუფი 6 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა. ლატვიასთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის ხუთივე გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა.

ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები B ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანია და ამ პოზიციის შენარჩნების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში იასპარეზებს. B ლიგაში მხოლოდ მეორე ჯგუფის მატჩები დარჩა ჩასატარებელი. შეხვედრები 13-19 ნოემბერს გაიმართება.

0.115711