ფეხბურთი

16:14 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კვარაცხელიას ეს გიჟური აღნიშვნა "ნაპოლის" გუნდურობის მთავარი კადრია"

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიდან ერთ-ერთ ეპიზოდს გამოეხმაურა.

შეხვედრის მიწურულს ქართველი შემტევი დაცვას დაეხმარა, საგულისხმოა ის, რომ არა მარცხენა ფლანგზე, სადაც თამაშობდა, არამედ მარჯვენა ფლანგზე, როდესაც ფედერიკო დიმარკოს საჯარიმოში ჩაწოდების საშუალება არ მისცა და მომენტის შემდეგ ძალიან ემოციური რეაქცია ჰქონდა.

„ნაპოლის“ გუნდურობის კადრი კვარაცხელიას გიჟური აღნიშვნაა, არა გოლის შემდეგ, არამედ, 50-მეტრიანი გარბენის შემდეგ, როდესაც საპირისპირო ფლანგზე ჩაწოდება დაბლოკა. კადრი, რომელიც კონტეს ნამდვილად მოეწონებოდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 12 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლი“ სანაკრებო პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა, 26 ქულით. თუმცა, სერია A-ში სიმჭიდროვეა: „ნაპოლი“ ერთი ქულით უსწრებს „ატალანტას“, „ფიორენტინას“, „ლაციოს“ და „ინტერს“, მხოლოდ ორი ქულით „იუვენტუსს“... მომდევნო ტურში „აძური“ 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

0.113075