ფეხბურთი

3:32 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს "ინტერი" იყო"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გამარჯვებას მხოლოდ „ინტერი“ იმსახურებდა, რომელმაც მეორე ტაიმში სრული დომინაციით ითამაშა.

„დღეს თუ იყო ერთი გუნდი, რომელსაც თამაში უნდა მოეგო, ეს „ინტერი“ იყო. ბიჭები შევაქე, მეორე ტაიმში ბრძოლა არ ყოფილა, ჩვენი სრული დომინაცია იყო, დაცვაში არაფერი მიგვიღია ძლიერი „ნაპოლისთან“. ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი, მას შემდეგ, რაც „არსენალთან“ ენერგია დავხარჯეთ. ალბათ, მომენტების უკეთ გამოყენება შეგვეძლო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა.

კონტეს პროტესტი მსაჯობაზე? არაფერი მაქვს სათქმელი, ვფიქრობ, ანტონიო თავისი გადმოსახედიდან ლაპარაკობდა. ჩვენ, ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ მსაჯებს დახმარების ხელი გავუწოდოთ, რადგან ძალიან ინტენსიური მატჩებია და ყველა შეიძლება შეცდეს, ჩვენ მსაჯებს უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერს“ 12 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს, ისევე, როგორც „ატალანტას“, „ლაციოს“ და „ფიორენტინას“, ხოლო „ნაპოლი“ 26 ქულით ლიდერია. იქვეა „იუვენტუსიც“, რომელსაც 24 ქულა აქვს. მოკლედ, ექვს გუნდს მხოლოდ ორი ქულა აშორებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.134591