ფეხბურთი

2:52 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "კუთხური იდეალურად გაათამაშა, დაცვას თავგანწირვით ეხმარებოდა"

იტალიურმა მედიამ „ინტერთან“ მატჩში (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. მან საშუალო შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ქართველი დაცვას ძალიან კარგად ეხმარებოდა.

Tuttonapoli 6.5 ქულა: „პირველი სახიფათო მომენტი მან შექმნა, მაგრამ ზომერი ორი მცდელობით გაუმკლავდა. გუნდისთვის ბევრჯერ მსხვერპლი გაიღო და მასზე ბევრჯერაც დაჯარიმდნენ“.

Calciomercato 6 ქულა: „პირველი მომენტი მისია, როცა მე-15 წუთზე სივრცე იპოვა და დაარტყა მარჯვენა ფეხით, მაგრამ არც ისე კარგად. დუმფრისი აიძულა დაცვაში ხშირად დარჩენილიყო, რადგან ის როცა მეტოქეს უტევს, ყოველთვის ხარისხის აჩვენებს“.

Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „სახიფათოდ დაიწყო, დროის გასვლასთან ერთად ჩაიკარგა. ანგარიში მისი კუთხურით გაიხსნა“.

Sportmediaset 6 ქულა: „ხშირად საინტერესო ინიციატივები ჰქონდა, გარკვეული თავისუფლების წყალობით“.

Corriere Della Sera 6 ქულა: „როდესაც მეტოქეს უტევს, შიშს იწვევს. კუთხური იდეალურად გაათამაშა, დაცვითი ფაზის დასახმარებლად თავგანწირვით ითამაშა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 12 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლი“ სანაკრებო პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა, 26 ქულით. თუმცა, სერია A-ში სიმჭიდროვეა: „ნაპოლი“ ერთი ქულით უსწრებს „ატალანტას“, „ფიორენტინას“, „ლაციოს“ და „ინტერს“, მხოლოდ ორი ქულით „იუვენტუსს“... მომდევნო ტურში „აძური“ 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

0.117888