ფეხბურთი

22:52 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ და „არსენალმა“ ქულები გაიყვეს

პრემიერლიგის მე-11 ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“ ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც „ჩელსიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უნდა ითქვას, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. გუნდებმა გოლების გატანა მეორე ტაიმში შეძლეს, შეხვედრის მე-60 წუთზე გაბრიელ მარტინელიმ „არსენალი“ წინ გაიყვანა, თუმცა 10 წუთის თავზე მის გოლს პედრუ ნეტუმ შორეული გასროლით უპასუხა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.

11 ტურის შემდეგ „ჩელსი“ და „არსენალი“ 19-19 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფენ.

0.106663