„რომას“ მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ მიიღო, რომელშიც რომაელები საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდნენ.
იურიჩმა „რომა“ სექტემბერში ჩაიბარა, როცა მოულოდნელად დანიელე დე როსი გაათავისუფლეს, თუმცა, ხორვატის ხელმძღვანელობით კლუბის შედეგები გაუარესდა - 12 მატჩი, 4 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება.
„რომა“ სერია A-ში 13 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა, რაც ძალიან ცუდი შედეგია, ხოლო ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ დამარცხდა.
იტალიური მედია წერს, რომ ივან იურიჩს „რომაში“ დიდი ალბათობით, რობერტო მანჩინი შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ნაკრებიდან დაითხოვეს.