ფეხბურთი

2:00 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიგუამ ტრავმა მოირჩინა და ითამაშა, ლოჩოშვილმა სამ წუთში ორი ყვითელი მიიღო და გააძევეს (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის მე-14 ტურში „ბაზელმა“ „ივერდონი“ სტუმრად ადვილად 4:1 დაამარცხა, გაბრიელ სიგუა კი მოედანზე დაბრუნდა.

ქართველს ტრავმა ჰქონდა და მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. ის მოედანზე 79-ე წუთზე, ცნობილი შვეიცარიელი ფეხბურთელის, შერდან შაქირის ნაცვლად შევიდა. მაისის შემდეგ ეს გაბრიელის პირველი თამაში იყო. „ბაზელი“ სუპერლიგაში 25 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 ნოემბერს, „სერვეტს“ უმასპინძლებს.

იტალიის სერია B-ს მე-13 ტურში „კრემონეზე“ სტუმრად „მანტოვასთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, თუმცა, ქართველი მცველი გააძევეს.

ლუკამ 90-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე მეორედ გააფრთხილეს. ეს მისი მეორე წითელი ბარათია მიმდინარე სეზონში.

ლუკასთვის ეს სულ მეოთხე შეხვედრა იყო სეზონში, მეორე მას შემდეგ, რაც აგვისტოში „პალერმოსთან“ მიიღო წითელი ბარათი, რის გამოც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მოიხადა.

„კრემონეზე“ 13 ტურის შემდეგ 18 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 ნოემბერს, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ უმასპინძლებს.

0.121889